საგარეჯოში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა
წუხელ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

შიდა საუბნო და ცენტრალურ გზებზე, ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.

„სამუშაო ჯგუფებმა და შესაბამისმა ტექნიკამ სტიქიით დაზარალებულ ადგილებში, გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩაატარა. თითოეულ სოფელში, სადაც სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის მერიის ზარალის დამთვლელი კომისია, დღეს დაიწყებს სააღრიცხვო სამუშაოებს.“ - აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

| Print |
FaceBook Twitter Google