ჟურნალისტები უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით აქციას გამართავენ
დღეს 12:00 საათზე უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, დროულად და ეფექტიანად მოხდეს 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმის გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

| Print |
FaceBook Twitter Google