კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა
StopCov-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 372 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 356 780, გარდაიცვალა 5 394 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google