კახეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 887 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 61, იმერეთში - 130, ქვემო ქართლში - 84, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 33, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ქვეყანაში 633 მძიმე პაციენტია,ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 164 ადამიანი იმყოფება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 372 685 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 356 780, ხოლო გარდაიცვალა 5 394.

| Print |
FaceBook Twitter Google