სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა
გუშინ მოსულმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ძლიერმა ქარმა ახალსოფელში 60-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ქარმა მრავალწლოვანი ხეებიც წააქცია.

სტიქიის ზონაში დღეს გუბერნატორი ჩავიდა. ირაკლი შიოშვილი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.
„ზარალი მასშტაბურია, ამიტომ რეგიონის ხელმძღვანელობა დააყენებს შუამდგომლობას, მთავრობის წინაშე, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ. ზარალი მასშტაბურია, ჩვენ შევქმენით სპეციალური შტაბი, სადაც საგარეჯოს, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიდან, ვიღებთ ინფორმაციას.მხოლდ ახალსოფლიდან, ამ წუთისთვის სამოცზე მეტი განცხადებაა შემოსული. დღის ბოლოსთვის დაზიანებული სახლების რაოდენობა ზუსტად გვეცოდინება”-”- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო, ასევე პრობლემები შეიქმნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - კაკაბეთი, ყანდაურა, ბადიაური, უდაბნო, დიდი და პატარა ჩაილური, თოხლიაური და გიორგიწმინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google