ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების საკონკურსო სია ცნობილია
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ვაკანტურ ადგილებზე კონკურსანტების სია უკვე ცნობილია.

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე განაცხადი წარადგინეს - ვილი პაჭკორიამ, მაია მერაბიშვილმა, გიორგი კალანდარიშვილმა, იმედა კლდიაშვილმა, გიორგი სანტურიანმა, ილია ჭანტურიამ, ლილი ბეგიაშვილმა, ჯონდო გასვიანმა.

ცესკოს წევრობის კანდიდატები არიან: ემზარ კაკულია, გია ცაციაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე, აკაკი ხუსკივაძე.
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე რვა განაცხადია შესული, წევრობის სურვილი კი, 16 პირს აქვს. საკონკურსო კომისიას გასაუბრებისთვის ორი დღე აქვს, შემდეგ მან პრეზიდენტს თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. ამასთან, კომისიამ შესაძლოა რეკომენდაცია არც ერთ კანდიდატს მისცეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი 30 ივნისს გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google