პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს
პოლონელ ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტი თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5 ივლისს დაჭრეს. ბოლო მონაცემებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს განმარტებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google