კანცელარიასთან ჟურნალისტებმა აქცია გამართეს
ჟურნალისტებმა უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორი “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”იყო.

მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება, რაც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, დროულად და ეფექტიანად მოხდეს 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმის გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

| Print |
FaceBook Twitter Google