მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა
მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი 23 ივლისისათვის გადაიდო. პროცესამდე კი, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მაჩალიკაშვილს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან. მალხაზ მაჩალიკაშვილმა, განთავისუფლების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა:

“მეგობრებო უღრმესი მადლობა ყველას. სანერვიულო არაფერია. გარეთ ვარ უხერხულად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ ამ ჩემი დამატებითი პატარა პრობლემითაც განერვიულეთ. ღმერთი გფარავდეთ”.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილი, 6 ივლისს, რუსთაველზე მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google