კორონავირუსის კიდევ 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 043 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 373 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 357 090, გარდაიცვალა 5 415 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google