სავარაუდოდ, ინდური შტამი ბრიტანულს მთლიანად ჩაანაცვლებს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამის 52 შემთხვევაა აღრიცხული და კიდევ რამდენიმე შესაძლო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.
„წინა კვირაში გვქონდა ინდური შტამის 25 ახალი შემთხვევა. ახლა სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ რომ ეს შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს ბრიტანულს. პროგნოზი ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ან ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და ამისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს - ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google