ევროკავშირმა საქართველოს ვაქცინაციის ტექნიკურად გამართულ გარემოში ჩასატარებლად ინვენტარი გადასცა
ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირი ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დღეს გადასცათ დამატებითი ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაცია ტექნიკურად გამართულ გარემოში წარიმართოს.

„ეს ნივთები არის ნოუთბუქები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, 70-ზე მეტი ნოუთბუქია, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილი.მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს, რომლებიც ტექნიკურ დახმარებას გვიწევენ და გვეხმარებიან როგორც ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google