ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 170 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 652 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: - 59, იმერეთში - 61, ქვემო ქართლში - 62, შიდა ქართლში - 38, გურიაში - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 58, კახეთში - 60, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198, აქდეან 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 672 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 536 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google