ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს საქართველოში დღეს ჩამოაბრძანებენ
დღეს საქართველოში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდება. სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა.

წმინდა ნაწილს პირადად ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოაბრძანებს. შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც პატრიარქი მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს.

როგორც ცნობილია, 2017-18 წლებში დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებმა ერთი წლით უკვე იმოგზაურა საქართველოში, რის შემდეგაც ისევ ინდოეთში დაბრუნდა. ამჟამად კი, გოას არქეოლოგიურ მუზეუმში დასვენებული წმინდა ნაწილი საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოეცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google