კორონავირუსის კიდევ 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 108 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 714 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 374 836 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 357 804, გარდაიცვალა 5 421 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google