ექვს თვეში საქართველოდან 104 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა
6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 31%, ჩინეთი - 10% ,ლიეტუვა - 38% ლატვია- 2%, აშშ - 35% გერმანია - 4%, ესტონეთი - 3% და დიდი ბრიტანეთ - 60%.

მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 170 მლნ აშშ დოლარი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ექსპორტი / ღინო /