ჟურნალისტებზე თავდასხმა - ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა - ვახტანგ გომელაური
იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასობრივი თავდასხმა, ვერ წარმოვიდგენდით, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გურჯაანში პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. 27 წელია ვმუშაობ ძალოვან უწყებებში და 9 წელია უკვე თანამდებობაზე ვარ და ასეთი შემთხვევა, თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, არ მახსოვს.15-16 ადამიანი დაკავებულია, კიდევ ვაპირებთ. რაც თქვეს ჩემზე, თითქოს მე გავეცი ბრძანება, რომ ჟურნალისტებისთვის ეცემათ და პოლიციელებს არაფერი მოემოქმედათ, ეს სისულელეა და არც მინდა მათ პასუხი გავცე, ვინც ეს განცხადება გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ამის თვითონაც არ სჯერათ. რაც შეძლეს პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს. 3200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო 5 ობიექტი მერე გახდა 8, მერე - 18 ობიექტი გამოძახების. ეს ადამიანები ყველგან გადანაწილებულები იყვნენ, იყო ცრუ გამოძახებებიც.კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჟურნალისტებზე ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ვგმობ. ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, მაგას ვერც წარმოვიდგენდით, ნამდვილად არ გვიფიქრია. იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასიური თავდასხმა,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

| Print |
FaceBook Twitter Google