საქართველოში ეპიდვითარება უარესდება - ამირან გამყრელიძე
საქართველოში ეპიდვითარება უარესდება და ინფიცირების ახალი შემთხვევები იმატებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ეს გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით. პირველი გახლავთ ის, რომ სერიოზულად შემსუბუქდა რეგულაციები და ამ რეკომენდაციების დაცვა არ მიდის ისე, როგორც საჭიროა. უგულებელყოფლია ბევრ ადგილას პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა.

გახშირდა სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები. გარდა ამისა, ევროპაში უკვე სერიოზულად ცირკულირებს სხვადასხვა შტამი, მათ შორის იმატებს დელტა შტამის ცირკულაცია და ყველაფერი ეს იწვევს იმას, რომ ეპიდსიტუაცია, რომელიც მცირდებოდა მაისის შუა რიცხვებიდან, ბოლო ერთი კვირაა ერთ დონეზეა და არის მატების ტენდენცია”, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google