სწავლის დაწყებამდე ყველა პედაგოგი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა მასწავლებელი სწავლის დაწყებამდე ორჯერადად უნდა იყოს აცრილი.

„ამ დროისთვის რამდენი მასწავლებელია აცრილი, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, დაახლოებით 5-10 პროცენტზე მეტი არ იქნება. ვფიქრობ, როგორც ექიმების შემთხვევა გვაქვს, ისევე უნდა გაკეთდეს პედაგოგების შემთხვევაშიც, ერთიანი ბაზა და გადავატაროთ ვაქცინაციის ბაზას. ამის შემდეგ გვექნება ზუსტი მონაცემები. ამაზე მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან საუბარი“, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნივერსიტეტებთან, რომ ყველა სტუდენტი და უნივერსიტეტის თანამშრომელი იყოს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორჯერადად აცრილი. გამყრელიძის თქმით, იგივე მოთხოვნები უნდა გავრცელდეს საბავშვო ბაღებზეც.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / პედაგოგი /