ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ
ინდოეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემულ სიწმინდეს – წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს დღეს, 14:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სამების ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის სამადლობელ პარაკლისს. ვისთვისაც ძვირფასია საქართველოსთვის წამებული წმინდა დედოფალი და მნიშვნელოვანია მისი წმინდა ნაწილის სამშობლოში დაბრუნება, სასურველია დაესწროთ წმინდა ნაწილის საზეიმო გადაცემას“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google