კორონავირუსის კიდევ 1364 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1364 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 423 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 376 200 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 358 227, გარდაიცვალა 5443 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

| Print |
FaceBook Twitter Google