თუშეთის გზაზე მოძრაობა აღდგენილია
უამინდობისა და 24 საათიანი შეზღუდვის შემდეგ, თუშეთის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 27 მონაკვეთზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები. შედეგად, აღნიშნული გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეწყდა. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, შეზღუდვა მოიხსნა” – განმარტავენ უწყებაში.

გადაადგილება, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, გუშინ,9 ივლისს ძლიერი წვიმის გამო შეიზღუდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი /