კახეთში კორონავირუსი კიდევ 83 ადამიანს დაუდასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 811 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 81, იმერეთი - 134, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 83, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ქვეყანაში ამ ეტაპზე 694 მძიმე პაციენტი მკურნალობს,ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე 177 პირი იმყოფება.პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსი 376 200 პირს დაუდასტურდა, მათგან 358 227 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 5443.

| Print |
FaceBook Twitter Google