მედიამ მთავრობას გადადგომის ვადა დღეს 12:00 საათამდე მისცა
ქართული მედიის წარმომადგენლებმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას სრული შემადგენლობით გადადგომისთვის ვადა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქცია 18:00 საათზე განახლდება.

ამ უპრეცედენტო აქციის წინაპირობა გახდა გუშინ დილით ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალება, რომელსაც მედიის სხვა 50–ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად 5 ივლისს სასტიკად სცემეს ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებმა. ეს დაჯგუფებები ღირსების მარშის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google