საჯარო სკოლებში სამედიცინო მოწყობილობებს შეიტანენ
სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას იწყებს.

საქართველოს რეგიონებში მდებარე 142 სკოლისთვის სამედიცინო მოწყობილობების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 21 ივლისიდან უნდა დაიწყოს. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებისთვის საჭირო 142 კომპლექტი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად სახელმწიფო 619, 120.00 ლარს გადაიხდის.

თითოეულ საჯარო სკოლაში მისაწოდებელი სამედიცინო აღჭურვილობის ჩამონათვალი ასეთია: პაციენტის გასასინჯი ტახტი, სამანიპულაციო მაგიდა, კარადა მედიკამენტების/ ინსტრუმენტების, საკაცე, ელექტრო სასწორი, წნევის საზომი აპარატი, ანეროიდ სფიგმომანომეტრი, სტეტოსკოპი, რეზინის სათბური, ყინულის ბუშტი, სამედიცინო მაკრატელი, პინცეტი, მაცივარი, ფიქსატორი მოტეხილობისათვის, დინამომეტრი, ინჰალატორი, სიმაღლის საზომი, სანტიმეტრი, გლუკომეტრი, გამადიდებელი ლუპა, რეზინის ლახტი, “პირით-‐პირში” სუნთქვის საშუალება რეზინის.
წინადადებების მიღება 26 ივლისს დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google