გრიფირებულ სახელმძღვანელოებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდავენ
2021-2022 სასწავლო წლისთვის გრიფირებული სახელმძღვანელოების ბრაილის შრიფტით დასაბეჭდად სახელმწიფო 45 544 ლარს გადაიხდის.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ბრაილის შრიფტით დაბეჭდვის სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში პირველი, მე-5, მე-6, მე-7 კლასების 190-მდე ერთეული მოსწავლის წიგნი და რვეული უნდა დაიბეჭდოს.

მიმწოდებელმა ბრაილის შრიფტით აწყობილი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი სასწავლო მასალა დამკვეთს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს.

| Print |
FaceBook Twitter Google