ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცვლილებაა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ახალი მერი და საკრებულოს შემადგენლობა უნდა აირჩიოს.

გურჯაანის #12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში 13 მაჟორიტარული წესით,ხოლო 26 პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი იქნება.

„ავირჩევთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს , საკრებულოს ახალ შემადგენლობას და მუნიციპალიტეტის მერს. გვაქვს ცვლილება საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით. აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად საკრებულოს შემადგენლობაში შედიოდა ყველა დამოუკიდებელი თემის წარმომადგენელი. გურჯაანის შემთხვევაში საკრებულოში გვყავდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 24 და 15 პროპორციული წესით არჩეული წარმომადგენელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად ეს შემადგენლობა იცვლება და უპირატესობა ენიჭება პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატს.“

მისივე თქმით, რაც შეეხება ბარიერს,თითოეულმა კანდიდატმა ამომრჩევლების 40%-იანი მხარდაჭერა უნდა მიიღოს.

| Print |
FaceBook Twitter Google