„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სირცხვილიას“ ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დაკავება / შსს /