კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 659 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 713 პაციენტი. გარდაიცვალა 16.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 377 811 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 359 939, გარდაიცვალა 5 468 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google