ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები არასერიოზულია -ირაკლი კობახიძე
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები არასერიოზულია და დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები. თქვენ ალბათ გახსოვთ, რა ხდებოდა თვეების განმავლობაში ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. კონკრეტული ტელევიზიები სპეკულირებდნენ და ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ყველანაირად შეეხნენ მის ღირსებასა და რეპუტაციას. არაფერში აინტერესებთ ამ ადამიანებს სხვა ადამიანების, მათ შორის გარდაცვლილების ღირსება. ეს არის მათი ძალიან ბინძური მორალური სახე“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google