ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია, შენობაში არ უშვებენ შეკრებილ ჟურნალისტებს.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს. ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურთ, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ. მათ სახელზე  დაშვებულის საშვი.

ადგილზე იმყოფებიან ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნინო ჯანგირაშვილი, დავით აქუბარდია, ასევე, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა. ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

| Print |
FaceBook Twitter Google