თელავში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი იფუნქციონირებს
თელავში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას.  ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება 16 წლის ასაკის ზემოთ ყველას, რომელსაც სურს უნარების გაძლიერება, კარიერის დაგეგმვა, ახალი საქმის წამოწყება ან დასაქმება.

საკრებულოს ცნობით, ცენტრის ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რაც ითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს, რომლებიც დასაქმების ცენტრს მიმართავენ.

„სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები მსურველებს დაეხმარებიან: მიიღონ კონსულტაცია ადგილზე დასაქმებული კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებისგან; მიიღონ განახლებული ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებზე; მონაწილეობა მიიღონ როგორც ტრენინგებში, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებში.“ - განმარტავენ საკრებულოში.

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა პროექტის “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


| Print |
FaceBook Twitter Google