დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხდომათა დარბაზში, მედიის და ოპოზიციიური პარტიების წარმომადგენლები შევიდნენ. ისინი დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის ჩატარების უფლება არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ფორტუნა ავრცელებს
ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც.„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პიჯაკი შემოახიეს. მას უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მედიის სხვა წარმომადგნელებიც დგანან რომლებსაც შიგნით არ უშვებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google