ვაქცინაციის პროცესში უნდა გაკეთდეს პედაგოგების ერთიანი ბაზა- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, მასწავლებელთა ბაზის შექმნას გეგმავს, რისი საშუალებითაც უწყებას კონკრეტულ მონაცემები ექნება საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების რამდენი პროცენტია აცრილი.

ვაქცინაციის პროცესზე ბევრად იქნება დამოკიდებული ახალ სასწავლო წელს როგორ რეჟიმში დაიწყება სასწავლო პროცესი, დისტანციურად თუ პირისპირ.
ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ამ დროისთვის რამდენი მასწავლებელია აცრილი, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, დაახლოებით 5-10 %-ზე მეტი არ იქნება. ვფიქრობ, როგორც ექიმების შემთხვევაში გვაქვს, ისევე უნდა გაკეთდეს პედაგოგების შემთხვევაშიც, ერთიანი ბაზა და გადავატაროთ ვაქცინაციის ბაზას. ამის შემდეგ გვექნება ზუსტი მონაცემები. ამაზე მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან საუბარი“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმაღლეს სასწავლებლებთან, რომ ყველა სტუდენტი და თანამშრომელი იყოს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორჯერადად აცრილი. „თუ არ აიცრებიან, იქნებიან ისევ დისტანციურ სწავლებაზე“, – ამბობს დაავადებათა კონტროლს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

| Print |
FaceBook Twitter Google