აქტივისტებმა თელავის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წინ დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

„მკვლელელებო ” და „ტრიი”, წითელი საღებავით გაკეთებული ასეთი წარწერებით მათ თანადგომა, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატეს.

„ჩვენ ვუერთდებით მოთხოვნას გადადგომის შესახებ. აქ იმიტომ დავტოვეთ წარწერები, რომ ამ შენობაში მომუშავე ადამიანები მთავრობის და პრემიერის დასაყრდენი არიან”- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ვანო გომურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენელს საპროტესტო აქცია თბილისში, გუშინ დაიწყო.გამოსვლების მიზეზი, ტელეკომპანია პირველი ოპერატორის ლექსო ლაშაარავას გარდაცვალება გახდა, რომელსაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, 5 ივლისს, მოძრაობა ” სირცხვილიას” ოფისის კიბეებზე მძიმე დაზიანებები მიაყენეს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / თელავი /