ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ72 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.


შეგახსენებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (უხვი ნალექი, ნისლი) გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ საღამოდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
| Print |
FaceBook Twitter Google