„ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა ეტაპობრივად შემოვა - თამარ გაბუნია
ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობა ამ შესაძლებლობას შესაფერისად გამოიყენებს და ვაქცინაციის პროგრამა ძალიან სწრაფად გაფართოვდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ვაქცინაციის შესაძლებლობების გაფართოებისთვის ეს გარკვეულწილად ახალი ეტაპია. ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობა ამ შესაძლებლობას შესაფერისად გამოიყენებს და ვაქცინაციის პროგრამა ძალიან სწრაფად გაფართოვდება. ვაქცინების მოწოდება დღეიდან დაიწყო. მილიონზე მეტი ვაქცინის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება, რომელიც ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებშია შესყიდული. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად ყველა მსურველს, ვინც შესაძლოა, „ფაიზერის“ ვაქცინას დიდი ხანია ელოდება, ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი და სასურველი დაცვა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 15:00 საათიდან შეეძლებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google