პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდები დაიწყო
დღეს მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. დღეს პრაქტიკოსი პედაგოგები ტესტირებას გაივლიან პროფესიულ უნარებში.მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩაბარება და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება პედაგოგებს შეუძლიათ შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

| Print |
FaceBook Twitter Google