ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს.

„ამ ეტაპზე შემოსულია 28 ათასი დოზა „ფაიზერი“, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად – 14 000 -14 000, რათა მეორე დოზები გარანტირებულად ყველა ადამიანს შეხვდეს. ასაკს რაც შეეხება, ამ ეტაპზე ჯავშნები 18 წლის ზემოთ იქნება, თუმცა იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასაკი დაიწევს 16 წლამდე, მაგრამ არა – ახლა“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google