ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ - თამარ გაბუნია
„ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ, ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური სიტუაცია უარესდება, გასართობ ღონისძიებებზე მყოფი ადამიანები კი პირბადეს არ ატარებენ და დისტანციას არ იცავენ.

„ეპიდემიური სიტუაცია უარესდება. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“,- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google