ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს- მიხეილ ჩხენკელი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებმა სწავლის გაგრძელება კვლავ საკლასო ოთახებში შეძლონ.

„პანდემიის გარკვეულ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმით გაგრძელდა, მოსწავლეები კი საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებმა სწავლის გაგრძელება კვლავ საკლასო ოთახებში შეძლონ, სადაც მათ უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდებათ“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ განათლების სფეროში გამოწვევები კვლავაც არსებობს.

| Print |
FaceBook Twitter Google