საქართველოში კიდევ 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 398 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 164 პაციენტი. გარდაიცვალა 11.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 382 734 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 362 491, გარდაიცვალა 5 503 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google