ბათუმში საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტით დაიწყო
ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო დღეს ბათუმში საკრებულოს სხდომა. მათ 5-6 ივლისის მოვლენების მოძალადეთა დასჯა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.
ჟურნალისტებს 5 ივლისს „სირცხვილიას“ ოფისში ნაცემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები ეჭირათ. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ „ბათუმელების“, „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „ტელეკომპანია პირველის“, „მთავარი არხის“, “ტვ 25-ის“ ჟურნალისტები.

| Print |
FaceBook Twitter Google