თელავში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს
თელავში ალაზნის გამზირზე ორი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცმა, თავდაპირველად, მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

მოგვიანებით მან საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი ადგილობრივი მცხოვრები, ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილები, რომლებიც ძმები არიან, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით,  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დაჭრა / თელავი /