„ფაიზერზე“ ვაქცინაცია დღეიდან იწყება
რეგისტრირებული 12 ათასი მოქალაქის „ფაიზერით“ აცრა დღეიდან დაიწყება. დოზები საქართველოს მასშტაბით სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე შვიდ კლინიკაში გადანაწილდა.

„ფაიზერის“ დამატებითი დოზები ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა, წლის ბოლომდე, ჯამში, მილიონ 350 ათასი დოზა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google