19 ივლისიდან ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება
საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილების თანახმად 19 ივლისიდან აიკრძლება საბავშვო და ნებისმიერი ტიპის ბანაკების ორგანიზება, ტრენინგებზე და კონფერენციებზე დასასწრებად კი – PCR ტესტის წარდგენა იქნება აუცილებელი. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ ხელმოწერილი 359-ე დადგენილების მიხედვით, ცვლილებები შევიდა 322-ე დადგენილების მეოთხე მუხლში და მე-8 და მე-9 პუნქტები დაემატა

„იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.“- ნათქვამია დადგენილებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google