კორონავირუსის კიდევ 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 653 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 384 387 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 362 957, გარდაიცვალა 5 516 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google