მირიან ელიკაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდება
სამშაბათს, 20 ივლისს 18:00 საათზე გურჯაანის ცენტრალურ სტადიონზე, გაიმართება საქველმოქმედო ფესტივალი მირიან ელიკაშვილის გადასარჩენად.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. იმღერებენ ქართველი მომღერლები. გალა კონცერტი დასრულდება ელექტრონული მუსიკით. 35 წლის მირიან ელიკაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და აღენიშნება ქალა-ტვინის უმძიმესი ტრავმები.
მირიანს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია რაც დამოკიდებული დიდ ფინანსებთან,რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

| Print |
FaceBook Twitter Google