გურამ ფალავანდიშვილის და ზურაბ მახარაძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს
გურამ ფალავანდიშვილის და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია კონსტანტინე მორგოშიას სახლში. სამივე მათგანი 5 ივლისს "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან. ამ დღეს მინიმუმ 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი.

ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ თავდაპირველად "რუსთავი 2-მა" გაავრცელა.

| Print |
FaceBook Twitter Google