ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 22 დღის ჩვილი გარდაიცვალა, რომელიც ალფა, ე.წ. ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „ფორტუნა“ ევრცელებს. ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი. მათი მდგომარეობაც მძიმეა. ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

| Print |
FaceBook Twitter Google